ფეხბურთი

0:23 | 15.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” მატიპს სეზონის ბოლოს დაიმატებს

“შალკეს” მცველი ჟოელ მატიპი კარიერას “ლივერპულში” გააგრძელებს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, “მერსისაიდელები” ფეხბურთელს უკვე შეუთანხმდა და ჟოელი სეზონის ბოლოს ინგლისში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება.

მატიპს გერმანელებთან კონტრაქტი 2016 წლის ივნისის ბოლოს ეწურება და კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

კამერუნის და გერმანიის ორმაგი მოქალაქეობის მქონე მატიპი “შალკეს” აკადემიას 2000 წელს შეუერთდა, მთავარ გუნდში კი 2009 წელ დააწინაურეს. მიმდინარე სეზონში 24 წლის ფეხბურთელმა 22 მატჩი ჩაატარა და თავი 3-3 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 14 მილიონ ევროს შეადგენს.

0.118826