ესპანეთის სამეფო თასის განმეორებითი მერვედფინალური მატჩისას, რომელშიც ერთმანეთს “ბარსელონა” და “ესპანიოლი” ხვდებოდნენ, მასპინძელთა მცველმა ალვარო გონსალესმა არგენტინელი ლიონელ მესის პროვოცირება სცადა და თამაშის მიმდინარეობისას უთხრა, რომ იგი ძალიან დაბალია, თუმცა ლიონელი ამ ფაქტს მშვიდად შეხვდა. მეტიც, ორიგინალური პასუხი გასცა.
“შენ კი ძალიან ცუდი ხარ”, - უპასუხა მესიმ და თამაშიც გაგრძელდა...
აღნიშნული მატჩი “ბარსელონამ” 2:0 მოიგო და მომდევნო ეტაპზე მშვიდად გავიდა. სხვათა შორის, ამ გუნდების პირველ შეხვედრაშიც არაერთი ეპიზოდი იყო ისეთი, როცა მეტოქე ფეხბურთელებს შორის სიტუაცია ძალზე დაიძაბა.