ფეხბურთი

15:51 | 14.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიგუს მერე პიკე და ამჯერადაც ღორის თავი...

ბარსელონას “ესპანიოლის” ქომაგთა ნაწილს, რომლებიც საყვარელი გუნდის საქომაგოდ კორნელიადან ჩავიდნენ “ბარსელონას” წინააღმდეგ “კოპა დელ რეის” განმეორებით მერვედფინალურ მატჩზე, ჟერარ პიკეს შეურაცხყოფის მიზნით ღორის თავი ჰქონდათ ტრიბუნაზე შეტანილი, მაგრამ საწადელი ბოლომდე ვერ აისრულეს და დასახული მიზანი, მიზნადვე დარჩათ. აღნიშნული ინფორმაცია კატალონიის რადიომ ოფიციალურად დაადასტურა.

ასეთი ფაქტი “ბარსელონასთვის” უცხო არაა – 2000 წელს, როცა “კამპ ნოუზე” ლუიშ ფიგუ დაბრუნდა, ოღონდ, “რეალის” ფეხბურთელის რანგში, “ბლაუგრანას” ქომაგებმა პორტუგალიელს კუთხურის მოწოდებისას სწორედ ღორის თავი ესროლეს...

0.114647