ფეხბურთი

15:08 | 14.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლი” კრამერთან დაკავშირებით მოლაპარაკებაში ჩაერთო

იტალიური “ნაპოლი” იანვრის სატრანსფერო პერიოდში ლევერკუზენის “ბაიერის” ნახევარმცველ კრისტოფ კრამერის შეძენას ეცდება.

Sky Italia-ის ცნობით, ნეაპოლელებმა უკვე დაადასტურეს 24 წლის გერმანელისადმი ინტერესი და მის გარდა “პორტუს” ნახევარმცველი ექტორ ერერაც სურთ.

წყაროს ინფორმაციით, “ნაპოლის” ერთ-ერთი დირექტორი კრისტანო ჯინტოლი უკვე გაფრინდა გერმანიაში, სადაც “ლევერკუზენის” წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრა ექნება. ცნობილია ისიც, რომ ტრანსფერს ეთანხმება თავად კრამერი.

ვარაუდობენ, რომ იტალიელები მსოფლიოს ჩემპიონის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გადაიხდიან. ფეხბურთელის ანგარიშზე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩია.

0.122146