სხვა

1:17 | 14.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოულოდნელობების გარეშე

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გრძელდება 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში. C ჯგუფში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ირიცხება, მორიგი მატჩი შედგა და ფავორიტად მიჩნეულმა იტალიამ რუმინეთს 11:5 (2:0, 4:1, 3:1, 2:3) სძლია.

აპენინელებს 2 გამარჯვება მოუგროვდათ და ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ, თითო მოგება აქვთ რუმინეთს და გერმანიას, ბოლო ადგილზე კი საქართველოს ნაკრებია 2 მარცხით.

ბრძოლა არ ყოფილა D ჯგუფის შეხვედრებში. საბერძნეთმა თურქეთი 21:6 (2:1, 6:3, 6:1, 7:1) დაამარცხა, ხოლო უნგრეთმა რუსეთს სძლია – 12:6 (1:4, 3:1, 3:0, 5:1).

14 იანვარს ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩებს ჩაატარებენ A და B ჯგუფების წარმომადგენლები. განრიგი ასეთია. A ჯგუფი: ესპანეთი-ჰოლანდია (20:15), მონტენეგრო-სლოვაკეთი (21:45); B ჯგუფი: ხორვატია-მალტა (12:30), საფრანგეთი-სერბეთი (23:15).

0.153263