ჩოგბურთი

22:11 | 13.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ ავსტრიელ მეტოქეს მხოლოდ 1 გეიმი დაუთმო

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ, რომელსაც თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე მე-2 განთესვა გააჩნია, პირველი წრე იოლად დასძლია.

გორგოძემ ავსტრიელი ივანა ჰორვატი 6:0, 6:1 დაამარცხა და მერვედფინალში ხორვატ მარიანა დრაჟიჩს ეთამაშება, რომელიც ძირითად ბადეში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით კი მოხვდა, თუმცა, საწყის რაუნდში უნგრელ აგნეშ ბუკტას ორ სეტში აჯობა – 6:2, 7:6 (9:7).

წყვილთა ტურნირში პირველ ნომრად განთესილმა გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ იმავე ჰორვატსა და გერმანელ იანა მორდერგერს 7:6 (7:1), 6:4 მოუგეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც რუმინელ ადამესკუს და თურქ ანილს ეთამაშებიან.

0.10201