“მემფის გრიზლის” მძიმე ფორვარდმა ზაკ რენდოლფმა მოხსნებით ლეგენდარულ ლარი ბერდს გადაასწრო. “ჰიუსტონთან” 91:107 წაგებულ მატჩში რენდოლფმა 9 მოხსნა გააკეთა და სულ კარიერაში 8976 დააგროვა, ლარი ბერდს კი 8974 მოხსნა აქვს. ზაკი ყველა დროის საუკეთესო მომხსენელებს შორის 50-ე ადგილზეა.
ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მეფარე უილტ ჩემბერლენია 23 924 მოხსნით.