ფეხბურთი

16:13 | 13.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ჭანტურია ისევ “ლოკომოტივში” ითამაშებს

20 წლის ცენტრალურმა მცველმა ნიკა ჭანტურიამ თბილისის “დინამო” დატოვა და ისევ თბილისის “ლოკომოტივში” გააგრძელებს კარიერას. საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ყოფილმა კაპიტანმა “დინამოში” ორი წელი დაჰყო, იქ კაპიტნადაც აირჩიეს, თუმცა მერე იყო მძიმე ტრავმა.

ის ცხრა თვის წინ დაშავდა, რის შემდეგაც გერმანიაში ოპერაცია გაუკეთეს. ნიკამ სამი თვის წინ განაახლა ვარჯიში და თამაშიც დაიწყო, ასე რომ, ცუდი პერიოდი უკან დარჩა.

ჭანტურია “ლოკომოტივის” აღზრდილია და გამოირჩევა ჭკვიანური თამაშით, ასევე, ლიდერის თვისებებით.

0.124872