ფეხბურთი

14:27 | 13.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას გენერალური მდივანი ბილეთების უკანონო გაყიდვაშია ეჭვმიტანილი

მსოფლიოს ფეხბურთის მმართველმა უწყებამ (FIFA) გენერალური მდივნის თანამდებობიდან ჟერომ ვალკე დაითხოვა, რომელიც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების უკანონო რეალიზაციაშია ეჭვმიტანილი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თავად ვალცკე დანაშაულს არ აღიარებს.

ვალკე ამ პოსტზე 2007 წლიდან მოყოლებული მუშაობდა, ხოლო მანამდე ფიფაში მარკეტინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ფიფას გენერალური მდივნის მოვალეობას დროებით მარკუს კატნერი შეასრულებს.

0.1163