არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და “ბოკა ხუნიორსის” თავდამსხმელ კარლოს ტევესს 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშზე უარი უთქვამს. ამის შესახებ არგენტინელმა ჟურნალისტმა ჰორაციო პაგანიმ მშობლიურ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
“ტევესმა ხულიო გრანდონას უთხრა, რომ მუნდიალზე თამაში არ უნდოდა. ამის მიზეზად კი ნაკრებში ბოლო მომენტში გამოძახება დაასახელა”, - უთხრა პაგანიმ Tyc Sports-ს.
რამდენად მართალს ამბობს პატივცემული პაგანი არავინ იცის, მაგრამ ბრაზილიაში ტევესის არწაყვანის გამო, “ალბისელესტეს” იმჟამინდელ თავკაც ალეხანდრო საბელიას კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდნენ და მეტწილად მუნდიალის ფინალში მარცხს ამ ფაქტს აბრალებდნენ...