არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ კარიერას კატალონიის “ბარსელონაში” დაასრულებს.
“ყოველთვის ვამბობ, რომ “ბარსელონას” დატოვება არ მინდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემი მიზანია კარიერის დასრულება სახლში, ბარსელონაში. გასული წლის დასაწყისში ყველა გვაკრიტიკებდა, თუმცა მოვლენები სხვანაირად განვითარდა, მინდა ეს წელიც ასეთი იყოს.” – ციტირებს L"Equipe სამხრეთამერიკელის სიტყვებს.
მესი 11 იანვარს ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. არგენტინელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მეხუთედ გახდა.