ფეხბურთი

12:21 | 13.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ნიუკასლმა” ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი გაიფორმა

ინგლისის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე “სუონსის” ყოფილი ფეხბურთელი ჯონჯო შელვი კარიერას “ნიუკასლში” გააგრძელებს.

“კაჭკაჭების” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ცენტრალურმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გააფორმა. ფეხბურთელის სანაცვლოდ “გედებმა” 12 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღეს.

შელვიმ კარიერა “ჩარლტონში” დაიწყო. შემდეგ კი “ლივერპულის”, “ბლექპულის” და “სუონსის” რიგებში ასპარეზობდა. მიმდინარე სეზონში უელსური გუნდის მაისურით ჯონჯომ 19 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.112293