ინგლისის ჩემპიონატის მე-21 ტურის პირველ სათამაშო დღეს სამი შეხვედრა გაიმართა. ბირმინგემის “ასტონ ვილამ” 19-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 156 დღის შემდგომ პირველად იმარჯვა. “მანჩესტერ იუნაიტედმა” “სენტ ჯეიმს პარკზე” ბოლო წუთზე გაუშვა გამარჯვება ხელიდან, ხოლო “ვესტ ჰემმა” გასვლაზე “ბორნმუთი” დაამარცხა.
“სენტ ჯეიმს პარკზე” გამართულ შეხვედრაში სტუმრები მალევე დაწინაურდნენ. მე-9 წუთზე უეინ რუნიმ პენალტი აქცია გოლად. 38-ე წუთზე რუნიმ ჟესი ლინგარდს გაატანინა, თუმცა 42-ე წუთზე ჟორჟინიო ვეინალდუმმა ანგარიში შეამცირა და “იუნაიტედმა” ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო.
66-ე წუთზე უკვე მასპინძლებმა მოიპოვეს პენალტის დარტყმის უფლება, რომელიც მიტროვიჩმა ზუსტად შეასრულა. 79-ე წუთზე კი, უეინ რუნიმ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და საჯარიმოს მისადგომებიდან ლამაზი გოლი გაიტანა. ინგლისის ნაკრების ფორვარდს პრემიერლიგაში ერთი კლუბის მაისურით 175 გოლი დაუგროვდა, რითაც ტიერი ანრის გაუთანაბრდა. “კაჭკაჭებს” ქულა 90-ე წუთზე დუმეტმა გადაურჩინა, რომელმაც საბოლოო ანგარიში უძლიერესი დარტყმით დააფიქსირა – 3:3.
“ბორნმუთმა” შინ “ვესტ ჰემი” მიიღო და არტერის გოლით პირველი ნახევარი მოიგო კიდეც, თუმცა მეორე ტაიმში ჯერ დიმიტრი პაიემ გაათანაბრა, ხოლო შემდეგ ენერ ვალენსიამ დუბლი გაიფორმა – 1:3.
“ასტონ ვილამ” საკუთარ მოედანზე “კრისტალ პალასი” დაამარცხა და საშინელი სერია შეწყვიტა. ერთადერთი გოლი ჯოლეონ ლესკოტის ანგარიშზეა, თუმცა ამ გოლში უფრო მეტი “დამსახურება” სტუმართა კიპერის ჰენესისაა -1:0.
ასტონ ვილა – კრისტალ პალასი 1:0 (0:0)
ბირმინგემი, “ვილა პარკი”
ასტონ ვილა (4-3-3): ბანი, ლესკოტი, ოკორე, სისოხო, ბაკუნა, ვერეტუტი, გაიე, ვესტვუდი, ჯ.აიუ, ხილი (კლარკი 91), კოზაკი.
მწვრთნელი: რემი გარდი
კრისტალ პალასი (4-3-3): ჰენესი, დელანი, დანი, იარდი, სუარე, მაკარტური (იედინაკი 78), ლედლი (ვიკჰემი 46), კაბაიე, პანჩონი, ზაჰა, საკო (შამახი 62).
მწვრთნელი: ალან პარდიუ
გოლი: ლესკოტი (58)
გაფრთხილებები: ვერეტუტი, გაიე – იარდი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ნიუკასლი – მანჩესტერ იუნაიტედი 3:3 (1:2)
ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, კოლოჩინი, მბემბა, ჯანმაატი, დუმეტი, ტიოტე (ტონეი 85), კოლბეკი (გუფრანი 81), ა.პერესი (სიმ დე იონგი 92), ვეინალდუმი, სისოკო, მიტროვიჩი.
მწვრთნელი: სტივ მაკკლარენი
მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ბლინდი, სმოლინგი, იანგი, დარმიანი, ფელაინი, შნეიდერლენი, ერერა (მატა 75), ლინგარდი (დეპაი 64), მარტიალი, რუნი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
გოლები: 0:1;2:3 რუნი (9 პენ. 79), 0:2 ლინგარდი (38), 1:2 ვეინალდუმი (42), 2:2 მიტროვიჩი (67 პენ.), 3:3 დუმეტი (90)
გაფრთხილებები: ტიოტე – ფელაინი, ერერა, სმოლინგი
მსაჯი: მაიკლ დინი
ბორნმუთი – ვესტ ჰემი 1:3 (1:0)
ბორნმუთი, “დინ კურტი”
ბორნმუთი (4-1-4-1): ბორუცი, ფრანცისი, კუკი, დანიელსი, სმიტი, სურმანი, არტერი (მურეი 80), გოსლინგი, რიტჩი (იტურბე 80), სტანისლასი, აფობე (გრაბანი 72).
მწვრთნელი: ედი ჰაუ
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, ოგბონა, კოლინსი, ტომკინსი (ჯენკინსონი 61), კრესველი, ობიანგი, ნობლი, პაიე (სონგი 78), ანტონიო, ვალენსია, კეროლი (იელავიჩი 15).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი
გოლები: 1:0 არტერი (17), 1:1 პაიე (67), 1:2;1:3 ვალენსია (74;84)
გაფრთხილებები: სმიტი – პაიე
მსაჯი: მარტინ ატკინსონი