,,ოლიმპის“ აწ უკვე ყოფილი წევრი, ახალგაზრდა კალათბურთელი ლერი კვანტალიანი აღნიშნული გუნდიდან წასვლის შემდეგ, უსაქმოდ დიდხანს არ დარჩენილა და სუპერლიგის მონაწილე ,,მგზავრები არმიაში“ ჩაირიცხა. კვანტალიანი ამ გუნდში მინიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს . ინფორმაცია ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ ,,მგზავრები არმიას“ მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა მიაწოდა.
სუპერლიგის მონაწილე შვიდ გუნდთან ერთად, ამჟამად, ,,მგზავრები არმია“ ქუთაისში იმყოფება და ქორქია-საკანდელიძის მემორიალში მონაწილეობს.
შეგახსენებთ, რომ ,,მგზავრები არმია“ ეროვნულ ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობს და ორი წრის შემდეგ, მეოთხე ადგილზე იმყოფება.