კალათბურთი

22:04 | 12.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,ოლიმპმა“ ახალი ლეგიონერი აიყვანა

საკალათბურთო კლუბმა ,,ოლიმპმა“ ახალი ლეგიონერი - ამერიკელი მძიმე ფორვარდი ლესლი სმიტი დაიმატა. ამისა შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ ,,ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთმა თანაშემწემ ლევან ქარაბაკმა განუცხადა.

ამჟამად, ,,ოლიმპი“ ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალში მონაწილეობს, რომელსაც ქუთაისი მასპინძლობს.

შეგახსენებთ , რომ ,,ოლიმპმა“ საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის მიწურულ ს გუნდიდან სამი ლეგიონერი - ოსტინ სტიდი , მილან ოულიჩი და სერგი ალფოროვი გაუშვა. მათ ნაცვლად, სმიტამდე, უკრაინელი ალექსანდრ კოსენკოვი დაიმატა, რომელიც 2014-2015 წლების სეზონში ,,ა“ ლიგის მონაწილე ,,არენა 1“-ში თამაშობდა. ამ ლეგიონერების გარდა, ,,ოლიმპში“ ჯერემი დერელ ბაინუმიც თამაშობს, რომელიც გუნდში მიმდინარე სეზონის დასაწყისში ჩაირიცხა.

0.116059