ფეხბურთი

21:23 | 12.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” კოლკერი ინათხოვრა

“ქუინზ პარკ რეინჯერსის” ცენტრალური მცველი სტივენ კოლკერი “ლივერპულში” ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია მერსისაიდული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

24 წლის ფეხბურთელი “ენფილდ როუდზე” 31 მაისამდე იჯარით ითამაშებს.

“ლივერპულს” წამყვანი ცენტრალური მცველები ტრავმირებულნი ჰყავს, რამაც აღნიშნული ტრანსფერი განაპირობა.

კოლკერი მიმდინარე სეზონში “საუთჰემპტონში” თამაშობდა იჯარით, თუმცა რონალდ კუმანი ნაკლებად ენდობოდა და ყველა ტურნირზე მხოლოდ 8 შეხვედრის ჩატარება მოუწია (სულ 559 წუთი).

0.13491