“ბილბაოს” ნახევარმცველი რაულ გარსია ტრავმის გამო დიდხანს ვერ შეძლებს თამაშს. აღნიშნულ ინფორმაციას ბასკური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი გვამცნობს.
გარსიამ ტრავმა “სევილიასთან” წაგებული (0:2) მატჩის პირველ ნახევარში მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. სრულფასოვანმა სამედიცინო შემოწმებამ დაადგინა, რომ რაულს მარცხენა მუხლი აქვს დაზიანებული და ამის გამო, დაახლოებით 2-3 თვე გაუცდება.
29 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, 6-6 გოლით და საგოლე გადაცემით გამოირჩა.