კალათბურთი

14:40 | 12.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბრუკლინს” უილიამსს ჩააბარებენ?

“ბრუკლინ ნეთსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატად მონტი უილიამსი მოიაზრება. ამ ინფორმაციას NetsDaily ავრცელებს.

გასულ სეზონში უილიამსი “ნიუ ორლეანს” წვრთნიდა და გუნდი პლეი-ოფშიც გაიყვანა, თუმცა, საბოლოოდ, ის მაინც დაითხოვეს. მოგვიანებით, მონტიმ თავი “ოკლაჰომა სიტის” სამწვრთნელო შტაბში აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ “ბრუკლინი” თავკაცის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც კარისკენ ლაიონელ ჰოლინზს მიუთითა.

0.126768