საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში მიმდინარე ჩელენჯერში (საპრიზო ფონდი 75 ათასი დოლარი) ჩაება და პირველივე რაუნდში წააგო.
ბასილაშვილის საწყის წრეში ავსტრალიელ ენდრიუ უიტინგტონს გაეჯიბრა და მართალია, აშკარა ფავორიტი იყო, საბოლოოდ, 5:7, 7:6 (7:1), 2:6 წააგო.
ცნობისთვის, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში ნიკოლოზს 113-ე ადგილი უკავია, უიტინგტონი კი მსოფლიოს 592-ე ჩოგანია.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობაზე სათამაშოდ ემზადება, რომელიც მელბურნში 18-31 იანვარს გახლავთ დაგეგმილი.