“გოლდენ სტეიტმა” საკუთარ დარბაზში “მაიამის” 111:103 აჯობა და ოკლენდელებს წინა სეზონიდან მოყოლებული რეგულარულ სეზონში შინ ზედიზედ 36 მოგებული შეხვედრა მოუგროვდათ, რაც ნბა-ს ისტორიაში მეოთხე შედეგია.
ზედიზედ ყველაზე მეტი საშინაო შეხვედრა 1995-96 წლების “ჩიკაგო ბულზს” აქვს მოგებული - 44 მატჩი.
“მაიამისთან” მატჩში საუკეთესო სტეფ კარი გახლდათ, გამთამაშებელმა გუნდს 31 ქულა და 6 პასი შესძინა.