ქართველი ოქსანა კალაშნიკოვა და ტაივანელი სუ-ვეი ჰსიე ავსტრალიურ სიდნეიში დაწყებულ პრესტიჟულ ტურნირში (საპრიზო ფონდი 753 000 დოლარი) ჩაებნენ, თუმცა, პირველივე მატჩი წააგეს.
APIA INTERNATIONAL SYDNEY-ის წყვილთა შეჯიბრის მერვედფინალში ქართულ-ტაივანური დუეტი მე-3 ნომრად განთესილ ფრანგულ ტანდემს (კაროლინ გარსია-კრისტინა მლადენოვიჩი) გაეჯიბრა და 3:6, 7:6 (7:3), 6:10 დამარცხდა.