კალათბურთი

21:47 | 11.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

მაჭავარიანმა წელი გამარჯვებით გახსნა

გამარჯვებით გახსნა ახალი წელი იტალიური სერია C-ს გოლდ-ლაციოს დივიზიონში მოასპარეზე ”ფაბიანი ფორმიამ”, რომლის რიგებშიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი სოსო მაჭავარიანი ირიცხება.

ფორმიელებმა სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფ ”ანციო ბასკეტ კლუბს” უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 92:88 სძლიეს. მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა: მასპინძლები სამი ქულით აგებდნენ, როდესაც მაჭავარიანის ზუსტი სამქულიანის წყალობით, ანგარიში გათანაბრდა, იქვე ლამურამ “ფაბიანი ფორმია” უკვე წინ გაიყვანა, ბოლო წამებზე კი სოსოს ორქულიანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მაჭავარიანი სასტარტო ხუთეულში იყო და 30:53 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი და 3-ვე სამქულიანი ჩაგდო, 4 საჯარიმო ააცილა, ბურთი ამდენჯერვე დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

ამ გამარჯვების წყალობით, ”ფაბიანი ფორმიას” 9 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე აინაცვლა. ცხადია, გუნდის საბოლოო მიზანი მოწინავე ორ კლუბში გასვლა და პლეი-ოფის საშუალებით, სერია B-ს საგზურის მოპოვებაა, რაც 19 წლის პერსპექტიული ქართველი კალათბურთელისთვის წარმატება იქნება.

მაჭავარიანის გუნდი მომდევნო მატჩს 17 იანვარს, სტუმრად, “პორ რომა ტიბერთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11806