დონეცკის "შახტარი" აშშ-ში წავიდა შეკრებაზე და გუნდთან ერთადაა 17 წლის გიორგი არაბიძეც. მირჩა ლუჩესკუს კრებული ჯერ არასრული შემადგენლობითაა და გუნდში მხოლოდ ორი ლეგიონერია: ხორვატი დარიო სრნა და არაბიძე. დანარჩენი ლეგიონერები აშშ-ში შეუერთდებიან "შახტარს".
ეს მშვენიერი შანსია არაბიძისთვის, რომ კიდევ უფრო მყარად ჩაჯდეს "შახტარის" ძირითად გუნდში. ამერიკაში ამხანაგური მატჩებიც ექნებათ და იმედია, ქართველი შემტევი თავს გამოიჩენს.