კალათბურთი

16:13 | 11.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

დირკ ნოვიცკი: “ზაზამ ყველა ქართველს უთხრა, რომ მას ხმა მისცენ”

ნბა-ს “ოლ სტარის” გამოკითხვის შუალედური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა ზაზა ფაჩულიას მაღალი ადგილია. “დალას მავერიქსის” ქართველი ცენტრი მე-8 პოზიციაზე იმყოფება და სხვა ცნობილ მოთამაშეებთან ერთად, სახელოვან თანაგუნდელ დირკ ნოვიცკისაც უსწრებს.

გერმანელი ვარსკვლავი ამ ამბავს ხუმრობით გამოეხმაურა, სრულიად სერიოზულობით კი ფაჩულიას ღირსებებზე ისაუბრა.

“ზაზამ ეს დაიმსახურა. მან ყველა ქართველს უთხრა, რომ ყოველდღიურად ხმა მისცენ (იცინის). მისი წარმატება ძალიან მიხარია. ფაჩულია შეუდარებელია არა მხოლოდ დაცვითი ფუნქციების შესრულებისას და კონკრეტულად – მოხსნებში, არამედ – შეტევაშიც. ზაზას პასის კარგი კულტურაც აქვს და საერთოდაც, უამრავ რამეს აკეთებს, რაც გუნდს სარგებელს მოუტანს. მოხარული ვარ, რომ ის ჩვენთან თამაშობს”.

შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ფაჩულიას ნბა-ს დასავლეთ კონფერენციის წინახაზელებს შორის 194 421 ხმა აქვს, ნოვიცკის მონაგარი კი მხოლოდ 99 681 ხმა და მე-13 ადგილია.

მიმდინარე სეზონში ზაზამ “მავერიქსის” მაისურით 37 მატჩი (ყველა სასტარტოში) ჩაატარა, მისი საშუალო მონაგარი კი 10.7 ქულა, 10.8 მოხსნა, 1.8 პასი და 1.1 ჩაჭრაა. ისიც ვთქვათ, რომ ზაზას აქტივში უკვე 19 ორმაგი დუბლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115807