ფეხბურთი

15:30 | 11.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯუზეპე მაროტა: “იუვენტუსი” ზედმეტ ფეხბურთელებს არ შეიძენს

ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ “ბებერი ქალბატონი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მოთამაშეთა რაოდენობის გაზრდის გამო შენაძენებს არ გააკეთებს.

Football Italia-ს ცნობით, ეს იმის მანიშნებელია, რომ იანვარში იტალიური კლუბი ახალი ფეხბურთელების შეძენისთვის სერიოზულ ფინანსურ დანახარჯს არ გაწევს.

“სატრანსფერო ბაზარს შევაფასებთ, მაგრამ ვატყობ, იტალიური კლუბები ზამთარში სერიოზულ შენაძენებს არ განახორციელებენ. არ ვიყიდით ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც არ გვჭირდება. ჩვენ უკვე გვყავს კონკურენტუნარიანი შემადგენლობა. ჩვენ უბრალოდ განვიხილავთ წარმოქმნილ შესაძლებლობებს. “რეალთან” ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მორატა “იუვენტუსის” ფეხბურთელია და მის წასვლას ამ ეტაპზე არ განვიხილავთ. ჩვენ სამ ფრონტზე ვიბრძვით და კონცენტრაციას სამივეზე თანაბრად ვახდენთ” - განაცხადა მაროტამ.

0.118859