ქართველი ჩოგბურთელები ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია თურქეთის ქალაქ ანტალიაში რჩებიან და მიმდინარე კვირაში კიდევ ერთ 10-ათასიან ტურნირში სცდიან ძალებს.
გორგოძემ ასპარეზობა საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო და წარმატებასაც მიაღწია. ეკატერინე პირველ ნომრად იყო განთესილი და საწყის რაუნდში დაისვენა, შემდეგ კი, ამერიკელ ელის ლავენდერს 7:5, 2:6, 6:1 სძლია.
ძირითად ბადეში გორგოძის მეტოქე ავსტრიელი ივანა ჰორვატი იქნება. რუმინელ კრისტინა ადამესკუსთან ჭიდილი ელის სოფო ქვაცაბაიას, რომელსაც მე-4 განთესვა გააჩნია.