სხვა

14:17 | 11.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

წარუმატებელი დღე ჰაცუ ბაშოზე

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” დაწყებული იანვრის სუპერტურნირის მე-2 დღე წარუმატებელი გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. ჯერ გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა წაააგო, შემდეგ კი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინიც დამარცხდა.

დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდების მქონე გაგამარუმ ამჯერად აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა მიოგირიუსთან წაიფორხილა. მეტოქემ კატასუკაშით იმარჯვა. ახლა, ქართველ გოლიათს თითო მოგება-წაგება აქვს, მისი შემდეგი მეტოქე კი აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ენდო იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში ჯუღელი 3:1-ს უგებს.

ჰაცუ ბაშოს სტარტზე მე-2 მარცხი შეემთხვა დასავლეთის კომუსუბი ტოჩინიშინს. ქართველმა სეკიტორმა დასავლეთის ოძეკი ტერუნოფუჯისთან იორიკირით წააგო, სამშაბათს კი ძალებს კიდევ ერთ დასავლეთის ოძეკი გოეიდოსთან მოსინჯავს. ჯერჯერობით, გორგოძე მასთან 6:10 მარცხდება.

დღის უმთავრეს სენსაციაც მონღოლი იოკოძუნა ჰარუმაფუჯის მარცხი იქცა, რომელმაც დასავლეთის პირველ მაეგაშირა შოჰოძანთან წაიფორხილა. სამაგიეროდ, უდანაკარგოდ ასპარეზობენ დანარჩენი იოკოძუნები – ჰაკუჰო და კაკურიუ.

იანვრის ბაშოს მე-2 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა - 3:38-დან, ტოჩინოშინის - 07:40-დან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115536