ფეხბურთი

14:02 | 11.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

„სიონი“ ახალწვეულებით მზადებას შეუდგა

ბოლნისის “სიონმა” ზამთრის შესვენების შემდეგ ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” საწვრთნელი პროცესი განაახლა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ვარლამ კილასონიას გუნდში სამი ახალწვეულია: გიორგი კილასონია, აკაკი შულაია, ირაკლი გოგინაშვილი სეზონის ბოლომდე ბოლნისელთა ღირსებას დაიცავენ. სამივე ფეხბურთელი პოზიციით ნახევარმცველია.

„სიონი“ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრებამდე რამდენიმე ამხანაგურ მატჩს თბილისში გამართავს. მათ შორის, ერთ-ერთი სომხურ “მიკასთან” იქნება, რომელთანაც, სპარინგი 30 იანვარს შედგება.

თურქულ შეკრებაზე ბოლნისური კლუბი 1 თებერვალს გაემგზავრება, სადაც 13 თებერვლამდე დარჩება და 5 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

„სიონი“ ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ 29 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება.

0.137368