ჩოგბურთი

1:00 | 11.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი კანბერაში ავსტრალიელით იწყებს

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში სათამაშოდ ემზადება, მომავალი კვირიდან კაბნერას ჩელენჯერში (საპრიზო ფონდი 75 ათასი დოლარი) ჩაებმება.

CANBERRA ATP CHALLENGER-ის პირველ რაუნდში ბასილაშვილის მეტოქე ნაკლებადცნობილი ავსტრალიელი ენდრიუ უიტინგტონი იქნება. ცნობისთვის, ამ უკანასკნელს რეიტინგში 592-ე ადგილი უკავია, ნიკოლოზი კი მსოფლიოს 113-ე ჩოგანია.

თუკი ბასილაშვილმა საწყისი ბარიერი დასძლია, 8 სარეიტინგო ქულას მიიღებს, მერვედფინალში კი ძალებს მე-8 ნომრად განთესილ იაპონელ ტარო დანიელსა და ფრანგ კუენტინ ჰალისს შორის უმჯობესთან მოსინჯავს.

კანბერას ჩელენჯერის გამარჯვებული 90 ქულას და 10 800 დოლარს მიიღებს.

0.110182