თბილისის ახალი სპორტის სასახლე ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობებში საქართველოს 2016 წლის ჩემპიონატს მასპინძლობს, რომლის შედეგებითაც ტრადიციულად, ორივე სტილში ეროვნული ნაკრებები უნდა დაკომპლექტდეს.
სამდღიანი ტურნირის პირველ დღეს წინასწარი ეტაპის შეხვედრები უკვე დასრულდა და ბერძნულ-რომაულის 66, 71 და 75 კილოგრამ წონით კატეგორიებში და თავისუფალი ჭიდაობის 65 და 70 კილოგრამში ფინალისტები გამოვლინდნენ. აქვე ოქროს მედლისთვის მებრძოლი წყვილებიც:
ბერძნულ-რომაული
66 კგ
შმაგი ბოლქვაძე – გიორგი დავითაია
71 კგ
გიორგი ჯავახია – მინდია წულუკიძე
75 კგ
ზურაბ დათუნაშვილი – გიორგი დათუნაშვილი
თავისუფალი
65 კგ
კონსტანტინე ხაბალაშვილი – ზურაბ იაკობაშვილი
70 კგ
დიმიტრი ბასილაშვილი – დავით ტლაშაძე
ფინალური ბლოკის შეხვედრები 17 საათიდან დაიწყება.