ფეხბურთი

11:50 | 10.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი პოლონეთის 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენია

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდპოვსკი პოლონეთის 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. იგი გახდა პირველი ფეხბურთელი 33 წლის შემდეგ, რომელმაც პოლონეთში აღიარება მოიპოვა. ინფორმაციას გერმანული გრანდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

“ძალიან ბედნიერი ვარ, ეს ჩემთვის დიდი პატივია. გუნდური სტილის მოთამაშე ვარ და ეს ნიშნავს, რომ გასულ წელს “ბაიერნმა” და პოლონეთის ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშეს.” – განაცხადა რობერტმა.

გასულ წელს საკლუბო დონეზე ლევანდოვსკიმ 51 მატჩში 38 გოლი გაიტანა. სექტემბერში “ვოლფსბურგის” კარში 9 წუთში გატანილი 5 გოლით მსოფლიოს ისტორიაში შევიდა. ფეხბურთელი აგრეთვე პოლონეთის გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში დაეხმარა.

0.112137