მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დოჰას ტურნირის ფინალში რაფაელ ნადალი მარტივად 6:1, 6:2 დაამარცხა. სერბმა კარიერაში მესამოცე ტიტული დაისაკუთრა და ამ მაჩენებლით ანდრე აგასის გაუტოლდა. ჯოკოვიჩი “ღია ერაში” მეათე ჩოგბურთელია, ვინც ერთეულთა თანრიგში ATP-ის სამოცი ტიტული მოიპოვა.
შეხვედრამ საათსა და 14 წუთს გასტანა. ნოვაკმა მეტოქე ყველა საჩოგბურთო ასპექტში დაჩაგრა. 7 შესაძლებლობიდან ბალკანელმა 4 ბრეიკი შეასრულა, რაფას კი მხოლოდ ერთხელ ჰქოდნა ბრეიკის გაკეთების საშუალება და ისიც ვერ გამოიყენა. მატჩში სულ 87 ქულა გათამაშდა, საიდანაც 57 ჯოკოვიჩმა მოიგო, ხოლო რაფაელმა – 30.
ურთიერთშეხვედრებში სერბი ესპანელთან 24:23 დაწინაურდა.