ფეხბურთი

23:19 | 9.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციომ” მარკეტის ნდობა გამოუცხადა

იტალიის სერია A-ს ბინადარმა რომის “ლაციომ” მეკარე ფედერიკო მარკეტის კონტრაქტი ერთი სეზონით, 2018 წლის 30 ივნისამდე გაუგრძელა. ამის შესახებ რომაული გუნდის ვებგვერდი იტყობინება. 32 წლის კიპერს “ლაციალესთან” ძველი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა.

ფედერიკო მარკეტი “ლაციოში” 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობს და გუნდის მთავარი კიპერია. მიმდინარე სეზონში კი მოედანზე 14-ჯერ გავიდა. თავის დროზე ფედერიკოს იტალიის ნაკრებში უთამაშია, რომლის ღირსებაც 11 მატჩში დაუცავს.

0.129171