სუპერლიგის მონაწილე ,,სოხუმის’’ ამერიკელმა ლეგიონერმა, ფორვარდმა მეთიუ გლოვერმა (05.10.91, 199სმ) საშობაო არდადაგები დაასრულა და კლუბს შეუერთდა. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს“ ,,სოხუმის“ მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
გლოვერის არყოფნაში ,,სოხუმმა’’ ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივე წააგო. ზღვისპირელები დაძაბულ ბრძოლაში ჯერ ,,დინამოსთან’’, შემდეგ კი ,,მგზავრები არმიასთან“ დამარცხდნენ და დღეისათვის სატურნირო ცხრილში ,,მგზავრები არმიასთან“ ერთად 4-5 ადგილებს ინაწილებენ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრის ბოლო, მეშვიდე ტურში ,,სოხუმის“ მეტოქე ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი ,,ბათუმი“ იქნება.