ფეხბურთი

23:27 | 8.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი გულშემატკივრებმა ბელგიის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი გულშემატკივრებმა ბელგიის ეროვნული ნაკრების 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ინფორმაცია ბელგიის ნაკრების ტვიტერის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

24 წლის ფეხბურთელი ბელგიას 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში დაეხმარა. საკვალიფიკაციო ეტაპზე ფეხბურთელმა 5 გოლი გაიტანა. წლის პირველი ნახევარი კევინმა “ვოლფსბურგში” გაატარა და “მგლებთან” ერთად გერმანიის ბუნდესლიგაში მეორე ადგილზე გავიდა. ზაფხულში კი “მანჩესტერ სიტიში” გადაბარგდა.

ცოტა ხნის წინ დე ბრუინი ბელგიის 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.

0.116476