ფეხბურთი

22:28 | 8.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძაძა შესაძლოა პრემიერლიგაში გადავიდეს

როგორც Tuttosport-ი იუწყება, “კრისტალ პალასი” მზადაა ტურინის “იუვენტუსს” თავდამსხმელის სიმონე ძაძას სანაცვლოდ 28 მილიონი ევრო გადაუხადოს. ფეხბურთელისადმი ინტერესს ფრანგული “მარსელიც” იჩენს.

მიმდინარე სეზონში იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა და თავი 6-ჯერ გამოიჩინა. ძაძას “იუვენტუსში” სათამაშო დრო არ აქვს და კლუბის გამოცვლის წინააღმდეგი არაა.

ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 11 მილიონ ევროს შეადგენს. სიმონეს ტურინელებთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე აკავშირებს.

0.116905