ფეხბურთი

14:05 | 8.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგი აფრიკაში საუკეთესოა და ისტორიაში შევიდა

დორტმუნდის “ბორუსიასა” და გაბონის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი აფრიკის 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელია. 26 წლის ფორვარდმა კოტ დივუარელ იაია ტურესა და განელ ანდრე აიუს აჯობა. საბოლოო მონაცემებით ობამეიანგმა 143 ხმა დააგროვა, ტურემ 136, ხოლო აიუმ 112.

“ამაყი ვარ, რომ ისეთ ფეხბურთელებს ვაჯობე, როგორებიც იაია ტურე და ანდრე აიუ არიან. მინდა მომავალშიც ასეთი წარმატებული წელი მქონდეს. “არსენალი”? – სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან “დორტმუნდში” ვრჩები”, - თქვა პრიზის მიღების შემდეგ ობამეიანგმა.

აღსანიშნავია, რომ პიერ-ემერიკი ისტორიის ნაწილი გახდა, რადგან პირველი აფრიკელი ფეხბურთელია, რომელმაც თავის კონტინეტზე საუკეთესოს წოდება, როგორც გერმანიის ბუნდესლიგის წარმომადგენელმა მოიპოვა.

ბუნებრივია, რომ ობამეიანგი ასევე აფრიკის წლის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა, რომელიც შემდეგნაირია:

მეკარე: რობერტ კიდიაბა (კონგო)

მცველები: სერჟ ორიე (კოტ დივუარი), აიმენ აბდენური (ტუნისი), მოჰამედ მეფტა (ალჟირი)

ნახევარმცველები: ანდრე აიუ (განა), იაია ტურე (კოტ დივუარი), სადიო მანე (სენეგალი), იუნეს ბრაჰიმი (ალჟირი)

თავდამსხმელები: მბვანა ალი სამატა (ტანზანია), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (გაბონი), ბაღდად ბუნეჯა (ალჟირი)

0.121585