კალათბურთი

12:18 | 8.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბრაიანტმა 28 ქულა ჩააგდო, “ხარებმა” “ბოსტონს” სძლიეს (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 4 შეხვედრა გაიმართა.

“საკრამენტომ” შინ “ლეიკერსს” 118:115 აჯობა. ბოლო წამზე “ლეიკერსს” შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანის შანსი ჰქონდა, მაგრამ ბურთი კალათმა არ მიიღო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე დემარკუს კაზინსი გახლდათ, ცენტრმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 29 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი. კობი ბრაიანტმა 28 ქულა ჩააგდო, “შავმა მამბამ” 18-დან 10 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო სროლა გამოიყენა.

“ჩიკაგომ” საკუთარ დარბაზში” “ბოსტონს” 101:92 აჯობა, მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ჩიკაგოელებმა 26:16 მოიგეს. “ხარებმა” გუნდური კალათბურთი ითამაშეს და ექვსმა კალათბურთელმა მინიმუმ 10 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის ყველაზე მეტი 19 ქულა ჯიმი ბატლერმა. გასოლმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 17 ქულა, 18 მოხსნა. “ჩიკაგო” 22 მოგებით და 12 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს.

“ფილადელფია” – “ატლანტა” 98:126 (21:22, 23:39, 32:36, 22:29)

https://www.youtube.com/watch?v=JZmq0xDJ7xU

“ჩიკაგო” – “ბოსტონი” 101:92 (21:27, 27:20, 26:16, 27:29)

https://www.youtube.com/watch?v=NOSI6i48H3I

“ჰიუსტონი” – “იუტა” 103:94 (22:25, 17:19, 33:22, 31:28)

https://www.youtube.com/watch?v=vCVSaHvser8

“საკრამენტო” – “ლეიკერსი” 118:115 (38:21, 31:27, 33:38, 16:29)

https://www.youtube.com/watch?v=O_P3bJujkgg

თეგებინბა
0.114942