როგორც უკვე გაცნობეთ, ნბა-ს “ყველა ვარსკვლავთა მატჩის” გამოკითხვაში, შუალედური შედეგებით, ზაზა ფაჩულიას 194 421 ხმა მოუგროვდა და დასავლეთ კონფერენციის წინახაზელთა შორის მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ამ ამბავს ფეისბუქის გვერდის საშუალებით გამოეხმაურა და თანამემამულეებს მადლობა გადაუხადა.
“გილოცავთ შობას! ამ დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს! ყოველთვის ვგრძნობ თქვენ თანადგომას, მაგრამ დღეს როგორც არასდროს ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა. მადლობა ალბათ არ არის საკმარისი, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ! ვამაყობ, რომ ვარ პატარა ქვეყნის შვილი, რომელსაც აქვს დიდი გული და მას საქართველო ქვია”.