ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) ვერსიით 2015 წლის საუკეთესო ბომაბრდირი მიუნხენის “ბაიერნისა” და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკია 22 გატანილი გოლით. 27 წლის ფორვარდმა გასულ წელს 11 გოლი თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების, ხოლო ამდენივე ბურთი “ბაიერნის” მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მონაცემები მხოლოდ საერთაშორისო თამაშების მიხედვითაა დათვლილი და მასში შიდა ჩემპიონატებში გატანილი გოლები არ ფიგურირებს.
მეორე ადგილზე გაერთიანებული საამიროების ნაკრებისა და “ალ აჰლის” თავდამსხმელი ახმედ ხალილი გავიდა 20 გოლით (14 გოლი ნაკრებში, 6 გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე). რაც შეეხება ამავე ნომინაციის 2013 და 2014 წლების გამარჯვებულ კრიშტიანუ რონალდუს, იგი ამჯერად მესამე პოზიციას დასჯერდა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა განვლილ წელს 19 გოლი შეაგდო – 3 პორტუგალიის ნაკრების რიგებში, 16 კი ჩემპიონთა ლიგაზე. რაც შეეხება არგენტინელ ლიონელ მესის, მან საერთაშორისო ასპარეზზე 2015 წელს ოდენ 12 გოლი გაიტანა (4 ნაკრებში, 8 ჩემპიონთა ლიგაზე) და ამ მაჩვენებლით მხოლოდ მე-13 ადგილზეა...
2015 წლის საუკეთესო ბობარდირთა სია IFFHS-ის ვერსიით, შემდეგნაირია:
რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”, პოლონეთი) – 22 გოლი (11 ნაკრებში, 11 კლუბში)
ახმედ ხალილი (“ალ აჰლი”, გაერთიანებული საამიროები) – 20 (14, 6)
კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, პორტუგალია) – 19 (3, 16)
მოჰამედ ალ-სახლავი (“ალ ნასრი”, საუდის არაბეთი) – 18 (18, 0)
ლუის სუარესი (“ბარსელონა”, ურუგვაი) – 16 (0, 16)
იან სიუი (“შანიდუნი”, ჩინეთი) – 15 (9, 6)
ტომას მიულერი (“ბაიერნი”, გერმანია) – 14 (5, 9)
ალი მაბჰუტი (“ალ ჯაზირა”, გაერთიანებული საამიროები) – 13 (13, 0)
ჰიმზა ალ-დარდური (“ალ-რამტა”, იორდანია) – 13 (13, 0)
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ, შვედეთი) – 13 (11, 2)
ნეიმარი (“ბარსელონა”, ბრაზილია) – 13 (4, 9)
სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”, არგენტინა) – 12 (10, 2)
ლიონელ მესი (“ბარსელონა”, არგენტინა) – 12 (4, 8)