ფეხბურთი

21:18 | 7.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ევერტონმა” ახალგაზრდა შემტევი დაიმატა

შვეიცარიის 21-წლამდე ნაკრების და “გრასჰოპერსის” შემტევი შანი ტარაშაი “ევერტონმა” გაიფორმა. აღნიშნული ინფორმაცია მერსისაიდული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

20 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 4.5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. გარიგების ღირებულება ჯერჯერობით არ ხმაურდება

ტარაშაიმ მიმდინარე სეზონში “გრასჰოპერსის” მაისური 20-ჯერ მოირგო, 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.117778