საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში წინა თვესთან შედარებით ორი საფეხურით დაწინაურდა. “ჯვაროსნებს” 286 ქულა აქვთ და 120-ე ადგილზე იმყოფებიან. ჩვენის ქვეყნის მთავარ გუნდს თურქმენეთის, ეთიოპიისა და სენტ-კიტსი და ნევისის ნაკრებები უსწრებენ, ხოლო თავის მხრივ ჩვენს უკან სომხეთის, ბაჰრეინისა და სიერა ლეონეს გუნდები არიან.
რაც შეეხება რეიტინგის ზედა ნაწილს, ლიდერი კვლავაც ბელგიის ნაკრებია, რომელსაც 1494 ქულით პირველი ადგილი უკავია. მეორე არგენტინის ნაკრებია, რომელსაც კვალში ესპანეთის, გერმანიისა და ჩილეს ნაკრებები უდგანან. აღსანიშნავია, რომ მოწინავე ოცეულში წინა თვესთან შედარებით ცვლილებები არაა.
ფიფა კოკა-კოლას რეიტინგი:
1 - ბელგია – 1494 ქულა
2 - არგენტინა – 1455
3 - ესპანეთი – 1370
4 - გერმანია – 1347
5 - ჩილე – 1269
6 - ბრაზილია – 1251
7 - პორტუგალია – 1219
8 - კოლუმბია – 1211
9 - ინგლისი – 1106
10 - ავსტრია – 1091
11 - ურუგვაი – 1074
12 - შვეიცარია – 1050
13 - ეკვადორი – 1040
14 - ჰოლანდია – 994
15 - იტალია – 991
16 - რუმინეთი – 980
17 - უელსი – 974
18 - ხორვატია – 958
19 - კოტ დივუარი – 950
20 - უნგრეთი – 945
........
120 (+2) - საქართველო – 286
.... რეიტინგი სრულად
ფიფას მომდევნო რეიტინგი 4 თებერვალს გამოქვეყნდება.