იტალიის სერია A-ში 2016 წლის პირველი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ცვლილებები არ მომხდარა და ისევ სიმჭიდროვეა. “ინტერმა”, “ნაპოლიმ”, “ფიორენტინამ” და “იუვენტუსმა” თავიანთი შეხვედრები ერთმანეთის მიყოლებით მოიგეს. სამაგიეროდ, ფეხი კიდევ ერთხელ დაუცდა “რომას”, რომელიც “კიევოსთან” ოდენ ფრეს გამორჩა.
ტურინის “იუვენტუსმა” ზედიზედ მერვე თამაში მოიგო. “ბებერი ქალბატონის” გაჩერება წესით ყველასთვის ძნელი უნდა გამოდგეს და გასაკვირი არაა, რომ ტურინელებმა ღრმა აუტსაიდერ და მოუგებლად მოასპარეზე “ჰელას ვერონას” ოფლის დაუღვრელად აჯობეს. “იუვეს” ისევ პაულო დიბალამ უდირიჟორა, რომელიც თამაშიდან თამაშამდე უმატებს. არგენტინელი ფორვარდი ამჯერად გოლთან ერთად საგოლე პასს გამორჩა, როცა ლეონარდო ბონუჩის საგოლედ ჩაუწოდა. მანამდე კი ლამაზი ჯარიმა შეაგდო და ბევრს ანდრეა პირლო ანაც ალესანდრო დელ პიერო გაახსენა... ვინ იცის... შეხვედრას წერტილი ბოლოსკენ სიმონე ძაძამ დაუსვა, რომელიც მოედანზე ახალი შესული იყო. იტალიის ნაკრების ფორვარდმა პოლ პოგბას ჩინებული პასი შეირგო. “იუვენტუსი” ისევ მეოთხე ადგილზეა და ლიდერს 3 ქულით ჩამორჩება.
წლეულს მილანის “ინტერი” პირველ ადგილზე რომ იმყოფება, დაცვისა დამეკარის კარგი თამაშის დამსახურებაა. “კარლო კასტელანიზე” “ნერაძურის” მაურო იკარდის კინკილა გოლი ეყო, თუმცა უნდა ითქვას, რომ “ემპოლი” წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდა, მაგრამ ზემოთ უკვე აღვნიშნეთ მილანური გუნდის დაცვის ხაზის დამაჯერებელი თამაში მიმდინარე სეზონში. 1:0 კი ლომბარდიელთათვის ყველაზე პოპულარული და ნაცნობი ანგარიშია. თამაშის შემდეგ რობერტო მანჩინიმ დაიწუწუნა, კარგია კარს მშრალად რომ ვინახავთ, მაგრამ უფრო ლამაზი “ინტერის” ხილვა მინდაო... და მაინც, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. “ემპოლიმ” კი ამასობაში ხუთმატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა... ტოსკანელთა რიგებში ისევ განაცხადს მიღმა იმყოფებოდა ლევან მჭედლიძე, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა...
“ინტერს” კვალში კვლავაც “ნაპოლი” და “ფიორენტინა” უდგანან. პირველმა მათგანმა ტურის დასკვნით მატჩში “ტორინოს” აჯობა – ნეაპოლიტანელთა ლიდერად ლორენცო ინსინიე მოგვევლინა, რომელმაც ჯერ ანაგრიში გახსნა არაამქვეყნიური დარტყმით, მერე კი არანაკლები პასი მარეკ ჰამშიკს გაუკეთა, ვინაც ტაიმის ბოლოს შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მასპინძელთა ორ გოლს შორის ფაბიო კვალიარელამ მშობლიური გუნდის კარის აღება პენალტიტ შეძლო, მაგრამ ეს ტურინელებს არაფერში წადგომიათ. “ფიორენტინამ” კი გაცილებით ადვილად მოიგო. წლეულს შესანიშნავ სეზონს ატარებს “იების” სლოვენიელი შემტევი იოსიპ ილიჩიჩი, ვინაც კუნძულზე თავი ორჯერ გამოიჩინა. თანაც, ერთმანეთზე უკეთესი გოლები შეაგდო. სხვათა შორის, ილიჩიჩი “პალერმოში” წარმატებით ირჯებოდა და გატანილი გოლები არ აღუნიშნავს. მეორე ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს და, - 1:3.
რუდი გარსიას წარმატების მიღწევა თუ უნდა, მაშინ დაცვის ხაზს რაღაც აუცილებლად უნდა მოუხერხოს. ვერონაში, "კიევოსთან" მატჩისას "მგლები" ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, მერე ერთბურთიანი, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ. ზედიზედ მეორე ტურია გოლი გააქვს 19 წლის ნიგერიელ სადიქ უმარს, რომელიც პრიმავერას ჩემპიონატში ქართველი რომან ჭანტურიას ზურგს უკანაა ბომბარდირთა დავაში... სწორედ მან გახსნა "ბენტეგოდიზე" ანგარიში. მერე ალესანდრო ფლორენციმაც გაიტანა, მაგრამ ალბერტო პალოსკისა და დარიო დაინელის გოლებით წონასწორობა აღდგა. მას მერე, რაც იაგო ფალკემ "რომა" ხელთავიდან დააწინაურა, ალბათ ბვერი ვერ წარმოიდგენდა, რომ დედაქალაქელები სამ ქულას ვერ მოიპოვებდნენ, თუმცა... სიმონე პეპემ ჯარიმით გაათანაბრა - 3:3. "რომა" "იუვენტუსს" სამი, ხოლო ლიდერ "ინტერს" 6 ქულით ჩამორჩა, საშველი კი ამ გუნდის დაცვის ხაზს არ უჩანს... სხვათა შორის, "რომას" შემადგენლობაში სერია A-ში პირველად ითამაშა 19 წლის ლორენცო დი ლივიომ... სტაჟიან გულშემატკივრებს ეხსომებათ ანჯელო დი ლივიო "იუვენტუსიდან" და "ფიორენტინადან", ან თუნდაც იტალიის ნაკრებიდან, "ჯარისკაცის" მეტსახელით ცნობილი მარჯვენა ნახევარმცველი - ლორენცოც ანჯელოს შვილი გახლავთ და მოკლედ მამის კვალს მიჰყვება...
“მილანის” ტიფოზებს კი როგორც ჩანს, თავიანთი საყვარელი გუნდის წარუმატებელი თამაშის ყურება მობეზრდათ და “ბოლონიასთან” მატჩის შემდეგ საკუთარი გუნდის ფეხბურთელებს გვარიანად უსტვინეს... მიუხედავად იმისა, რომ “როსონერი” დიდ უპირატესობას ფლობდა გოლი საკუთარ კარში მიიღო ემანუელე ჯაკერინისგან და წააგო...
ტურის სხვა მატჩებიდან გამოსარჩევი რომის “ლაციოს” მოულოდნელი ფრეა გასავარდნ ზონაში მყოფ “კარპისთან”, თანაც საკუთარ მოედანზე.... რომაელებემა მეტოქის კარს გასაღები ვერ მოარგეს, თუმცა რას მოარგებდნენ, როცა 90 წუთის განმავლობაში კარის ჩარჩოში ვერ დაარტყეს...
“უდინეზე” – “ატალანტა” 2:1 (2:0) (მიმოხილვა)
უდინე, “ფრიული”
მაყურებელი: 11 000
“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; დანილო, ფელიპე, პირისი; ვიდმერი, ფერნანდესი (იტურა 72), ლოდი, ბადუ, ედენილსონი (ალი ადნანი 79); ტერო, პერიკა (ძაპატა 83)
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო
“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; კონტი (ესტიგარიბია 79), ტოლოი, კერუბინი, დრამე (ბრივიო 31); დე რუნი, ჩიგარინი, გრასი (მონაკელო 63); დ’ალესანდრო, დენისი, გომესი
მწვრთნელი: ედუარდო რეია
გოლები: 1:0 ტერო (23), 2:0 პერიკა (45), 2:1 დ’ალესანდრო (75)
გაფრთხილება: ფელიპე (55), ვიდმერი (68), ძაპატა (88) – დე რუნი (38), ჩიგარინი (65), გომესი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (7) – 12 (6) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: ანჯელო ჩერველერა
“მილანი” – “ბოლონია” 0:1 (0:0) (მიმოხილვა)
მილანი, “სან სირო”
მაყურებელი: 31 381
“მილანი” (4-4-2): დონარუმა; აბატე, ალექსი, მექსე, დე შილიო; ჰონდა (ჩერჩი 65), მონტოლივო (კუჩკა 83), ბერტოლაჩი, ბონავენტურა; ნიანგი (ლუის ადრიანო 78), ბაკა
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; მაიეტა (ოიკონომუ 45), როსეტინი (ფერარი 70), გასტალდელო, მაზინა; ტაიდერი, დიავარა (პულგარი 78), ბრიგი; მუნირი, დესტრო, ჯაკერინი
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
გოლი: 0:1 ჯაკერინი (82)
გაფრთხილება: მონტოლივო (31), დე შილიო (58), აბატე (75), მექსე (85), კუჩკა (90), ლუის ადრიანო (90) – მუნირი (12), დიავარა (21), მაზინა (38), ბრიგი (90), დესტრო (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (7) – 6 (3) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 10:0 თამაშგარე: 4:1
მსაჯი: დავიდე მასა
“კიევო” – “რომა” 3:3 (1:2) (მიმოხილვა)
ვერონა, “ბენტეგოდი”
მაყურებელი: 12 000
“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; ფრეი, ცეზარი, გამბერინი (დაინელი 37), კაჩიატორე; რადოვანოვიჩი, კასტრო, ჰეტემაი; ბირსა (პეპე 81); პალოსკი, მეჯორინი (ინგლეზე 19)
მწვრთნელი: როლანდო მარანი
“რომა” (4-2-3-1): შჩესნი; მაიკონი, რუდიგერი, მანოლასი, დინიე; ვაინკე, ფლორენცი (ტუმინელო 90); სალაჰი (დი ლივიო 70), იაგო ფალკე, ჟერვინიო; სადიქი (გიომბერი 80)
მწვრთნელი: რუდი გარსია
გოლები: 0:1 სადიქი (7), 0:2 ფლორენცი (37), 1:2 პალოსკი (44), 2:2 დაინელი (58), 2:3 იაგო ფალკე (71), 3:3 პეპე (86)
გაფრთხილება: კასტრო (28), ჰეტემაი (54), კაჩიატორე (56) – დინიე (22), დი ლივიო (88)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (9) – 10 (4) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 8:2 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: მასიმილიანო ირატი
“იუვენტუსი” – “ვერონა” 3:0 (2:0) (მიმოხილვა)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
მაყურებელი: 40 171
“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; კასერესი (რუგანი 84), ბონუჩი, კიელინი; ლიხშტაინერი, ხედირა (სტურარო 71), მარკიზიო, პოგბა, ალექს სანდრო; დიბალა, მორატა (ძაძა 79)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“ვერონა” (4-4-2): გოლინი; ჰელანდერი, მორასი, ბიანკეტი, სუპრაიენი; ვსჟოლეკი (ემანუელსონი 64), ჰალფრედსონი (ფარესი 82), გრეკო (გომესი 61), სილიგარდი; პაცინი, იონიტა
მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი
გოლები: 1:0 დიბალა (8), 2:0 ბონუჩი (45), 3:0 ძაძა (82)
გაფრთხილება: მარკიზიო (45), ალექს სანდრო (60), სტურარო (80) – გრეკო (25), ჰალფრედსონი (48)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 5 (1) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 9:2 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე
“ლაციო” – “კარპი” 0:0 (0:0)
რომი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 30 000
“ლაციო” (4-3-3): ბერიშა; კონკო, ჰოედტი, მაურისიო, რადუ; ონაზი, კატალდი (კლოზე 62), პაროლო; ფელიპე ანდერსონი (კეიტა 46), მატრი (ჯორჯევიჩი 81), კანდრევა
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
“კარპი” (3-5-2): ბელეკი; ძაკარდო, გალიოლო, რომანიოლი; ლეტიცია, პაშიუტი, მარონე (კრიმი 70), კოფიე, ლოლო; დი გაუდიო (ლასანია 55), მბაკოგუ (მარტინიო (79)
მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი
გაფრთხილება: კატალდი (53), ონაზი (90) – პაშიუტი (51)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (0) – 4 (3) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 9:7 თამაშგარე: 5:2
მსაჯი: კარმინე რუსო
“პალერმო” – “ფიორენტინა” 1:3 (0:2) (მიმოხილვა)
პალერმო, “რენცო ბარბერა”
მაყურებელი: 13 928
“პალერმო” (4-3-1-2): სორენტინო; სტრუნა, ანდელკოვიჩი, გოლდანიგა, ლაზაარი; ჰილიერმაკი (ჯილარდინო 61), ბრუგმანი, ჩოჩევი (მორგანელა 46); იაიალო; ვასკესი, ტრაიკოვსკი (ქუაისონი 76)
მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი
“ფიორენტინა” (3-4-2-1): ტატარუშანუ; როდრიგესი, ასტორი, რონკალია; ბერნარდესკი (ტომოვიჩი 71), ვესინო, ბადეი, ალონსო; ბორხა ვალერო, ილიჩიჩი (ბლაშჩიკოვსკი 60); კალინიჩი (პასკუალი 90)
მწვრთნელი: პაულო სოუზა
გოლები: 0:1 ილიჩიჩი (13), 0:2 ილიჩიჩი (43), 1:2 ჯილარდინო (77), 1:3 ბლაშჩიკოვსკი (90)
გაფრთხილება: სტრუნა (22), მორგანელა (80), ბრუგმანი (81) – ბერნარდესკი (34), ბადეი (74), ბორხა ვალერო (89)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 12 (6) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: ანტონიო დამატო
“სასუოლო” – “ფროზინონე” 2:2 (1:2)
რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”
მაყურებელი: 12 000
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო; მანიანელი, პელეგრინი, ლარიბი (დანკანი 60); ბერარდი, ფლორო ფლორესი (სანსონე 79), დეფრელი (ფალჩინელი 71)
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
“ფროზინონე” (4-3-1-2): ლეალი; აჯეტი, მ. ჩიოფანი, დიაკიტე, პავლოვიჩი; გუჩერი, ტონევი, სამარკო; ჩიბსა (ფრარა 76); დ. ჩიფანი (ლონგო 80), დიონისი (პაგანინი 69)
მწვრთნელი: რობერტო სტელონე
გოლები: 0:1 დიონისი (16), 1:1 აჯეტი (22, ა.გ), 1:2 აჯეტი (45), 2:2 ფალჩინელი (75)
გაფრთხილება: პელეგრინი (32, 90), პელუზო (44) – ლეალი (73), პავლოვიჩი (79)
გაძევება: პელეგრინი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (4) – 4 (2) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 8:1 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: ლუკა პაირეტო
“ემპოლი” – “ინტერი” 0:1 (0:1) (მიმოხილვა)
ემპოლი, “კასტელანი”
მაყურებელი: 9 000
“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ბარბა, კოსტა, მარიო რუი; ზიელინსკი, პარედესი (პიუ 87), ბუჩელი (კროჩე 64); საპონარა; მაკარონე (ლივაია 64), პუჩიარელი
მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო
“ინტერი” (4-3-3): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მურილო, მირანდა, ნაგატომო; კონდოგბია (გუარინი 80), მედელი, ბროჟოვიჩი; ლიაიჩი (ჟუან ჟესუსი 90), იკარდი (იოვეტიჩი 87), პერიშიჩი
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
გოლები: 0:1 იკარდი (45)
გაფრთხილება: პარედესი (26), კროჩე (67) – მურილო (16), ბროჟოვიჩი (35)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (7) – 10 (3) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 8:5 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: დომენიკო ჩელი
“ნაპოლი” – “ტორინო” 2:1 (2:1) (მიმოხილვა)
ნეაპოლი, “სან პაოლო”
მაყურებელი: 38 000
“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, კულიბალი, ალბიოლი, გულამი; ვალდიფიორი, დავიდ ლოპესი (ალანი 74), ჰამშიკი (ჩალობაჰი 88); კალეხონი, იგუაინი, ინსინიე (მერტენსი 68)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; ბრუნო პერესი (ძაპაკოსტა 74), აკქუა (ბენასი 81), ვივესი, ბაზელი, მოლინარო; ბელოტი (მაქსი ლოპესი 66), კვალიარელა
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
გოლები: 1:0 ინსინიე (16), 1:1 კვალიარელა (33, პენ), 2:1 ჰამშიკი (41)
გაფრთხილება: იგუაინი (16), ალბიოლი (86) – აკქუა (2), ბაზელი (47), გლიკი (59), ბოვო (72)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (8) – 8 (4) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 0:2
მსაჯი: მარკო დი ბელო