ფეხბურთი

19:31 | 6.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “ლივერპულმა” გრუიჩი ინათხოვრა

ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” ნიჭიერი ფეხბურთელი მარკო გრუიჩი “ლივერპულში” განაგრძობს კარიერას. აღნიშნული ინფორმაცია მერსისაიდული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

19 წლის ნახევარმცველმა “წითლებთან” საიჯარო ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმა, ხოლო შემდეგ ინგლისურ კლუბს მისი კონტრაქტის გამოსყიდვა შეეძლება.

გრუიჩმა მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.141665