ფეხბურთი

22:33 | 6.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

სტროტმანი ჯერ გამოჯანმრთელდება და შემდეგ გაახანგრძლივებს

იტალიურ “რომა” ჰოლანდიელ ნახევარმცველ კევინ სტროტმანს უახლოეს მომავალში კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. ამის შესახებ il tempo იუწყება. წყაროს ცნობით, 25 წლის ჰოლანდიელი, რომელიც თითქმის ერთი წელია ქრონიკულ ტრავმას მკურნალობს, მოედანზე დაბრუნებას თებერვალში შეძლებს და თავიდან “რომას” ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს. შემდგომი ეტაპი კი მხარეებს შორის ახალი კონტრაქტის გაფორმება იქნება. სტროტმანს მიმდინარე ხელშეკრულება დედაქალაქურ გუნდთან 2018 წლის 30 ივნისს ეწურება.

კევინ სტროტმანი “რომაში” 2013 წლის ზაფხულში “პსვ ეინდჰოვენიდან” გადაბარგდა და თავიდან იტალიას ალღო ადვილად აუღო, თუმცა მერე მძიმედ დაშავდა, რის გამოც სამი წლის განმავლობაში რომაელთა მაისურით მხოლოდ 31 თამაში ჩაატარა და 5 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.123355