ფრანგულმა “მარსელმა” ლიდერებს ბენჟამინ მენდისა და მიჩი ბაჩუაის ახალი კონტრაქტები გაუფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ახალი ხელშეკრულებების მიხედვით, მენდი “ველოდრომზე” 2019-წლამდე დარჩება, ხოლო ბაჩუაი 2020-წლამდე.
21 წლის მენდი, რომელიც ამპლუით მარცხენა მცველია, მიმდინარე სეზონში 24-ჯერ გამოჩნდა “მარსელის” რიგებში, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
რაც შეეხება 22 წლის ფორვარდის მიმდინარე სეზონის მონაგარს, ბაჩუაიმ 26 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5-ჯერ გუნდელებს გაატანინა.