ტიპსარევიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ ითამაშებს
სერბი ჩოგბურთელი იანკო ტიპსარევიჩი “ავსტრალიის ღია პირველობაზე” ფეხის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ტიპსარევიჩს ტუნისელი მალეკ ჯაზირი ჩაანაცვლებს.