ფეხბურთი

19:14 | 6.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციოს” პირველი შენაძენი სერბი მცველია

იტალიის სერია A-ს ბინადარმა რომის “ლაციომ” ფრანგული “ლიონის” გამოცდილი მცველი მილან ბიშევაცი გაიფორმა. ამის შესახებ ავტორიტეტული რომაული გამოცემა “კორიერე დელო სპორტი” წერს. 32 წლის მცველი უკვე იტალიის დედაქალაქშია და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ “არწივების” სრულუფლებიანი წევრი ფახდება. აღსანიშნავია, რომ ვეტერან მცველს “ოლიმპიკთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა. ჯერჯერობით ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება. სამაგიეროდ, ბიშევაცის თაობაზე “ლაციოს” მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ უკვე ისაუბრა.

“მე მჭირდება ჭკვიანი ფეხბურთელები და ბიშევაციც ერთ-ერთ მათგანია. კმაყოფილი ვარ, რომ მიმდინარე ფანჯრისას პირველი ტრანსფერი გავჩარხეთ”, - ბრძანა პიოლიმ.

32 წლის სერბი “ლიონში” 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობდა, თუმცა ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირდა. ამიტომაც იყო, რომ წლეულს ლიგა 1-ში მხოლოდ 6 თამაშის ჩატარება მოასწრო. “ლიონამდე” ბიშევაცი დედაქალაქურ “პარი სენ ჟერმენში”, “ვალანსიენში”, “ლანსსა” და “ცრვენა ზვეზდაში” თამაშობდა.

0.142001