სტამბულის “გალათასარაიმ” 29 წლის მცველი რაიან დონკი შეიძინა. ამის შესახებ “გალას” ოფიციალური ვებგვერდი წერს. სტამბულელებს დონკის ტრანსფერი 2.5 მილიონი ევრო დაუჯდათ – სწორედ ეს თანხა მიიღო ჰოლანდიელი მცველის სანაცვლოდ მისმა ყოფილმა კლუბმა “ქასიმფაშამ”.
რაიან დონკი განსაკუთრებული კარიერით ვერ დაიკვეხნის. იგი თურქეთში 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობს, ხოლო მანამდე ბელგიურ “ბრიუგესა” და ინგლისურ “ვესტ ბრომვიჩში” აქვს ნათამაშები. სამშობლოში კი “ვალვაიკისა” და “აზ ალკმარიის” რიგებში ირიცხებოდა.