ფეხბურთი

13:44 | 6.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუნი ინგლისის 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

ინგლისის 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად უეინ რუნი დასახელდა. აღნიშნული აღიარება “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელს წილად მეოთხედ ხვდა. მან ხმების 37% მოაგროვა და ლონდონის “ტოტენჰემის” ფორვარდ ჰარი კეინსა (30%) და “მანჩესტერ სიტის” მეკარე ჯო ჰარტს (19%) აჯობა, რომლებმაც შესაბამისად, მეორე-მესამე ადგილები გაინაწილეს. მანამდე რუნი ალბიონზე წლის საუკეთესო ფეხბურთელად 2008, 2009 და 2014 წლებში დაასახელეს.

30 წლის თავდამსხმელმა 2015 წელს ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში 5 გოლი გაიტანა და ამავე წელს, ბობი ჩარლტონის რეკორდი დაამხო, რითაც ალბიონელთა მთავარი ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი გახდა.

21-წლამდე ფეხბურთელებს შორის კი “სტოკ სიტის” კარის დარაჯი ჯეკ ბატლანდი გამოარჩიეს, რომელმაც ხმების 54% მიიღო. ამ ასაკში მეორე-მესამე ადგილები “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ჯეს ლინგარდმა და “საუთჰემპტონის” წევრმა ჯეიმს უორდ-პროუსმა გაინაწილეს.

0.116165